ოკუპანტ ქვეყანში "კონსერვატიული პარტიის" ჩასვლაში „ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს

08.10.22 13:28
ოკუპანტ ქვეყანში "კონსერვატიული პარტიის" ჩასვლაში „ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს

ოკუპანტ ქვეყანში "კონსერვატიული პარტიის" ჩასვლაში „ქართული ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს. 

ზურაბ მახარაძის და მისი თანამოაზრეების რუსულ მოგზაურობას მმართველი გუნდის ლიდერები სიმშვიდით ხვდებიან.

ანრი ოხანაშვილის თქმით, „ოცნებას“ თავისი ხედვა აქვს და მას მიყვება, ხოლო  სხვების რუსეთში ვიზიტზე შეფასებას ვერ გააკეთებს.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით არსებული პლატფორმები, რასაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს. დანარჩენი, ხელისუფლების მიღმა, ეს ჩვენი შეფასების საგანი არ არის. რაზე საუბრობენ არ ვიცი. მთავარია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებით წარიმართოს პროცესები. ვერ გეტყვით საერთოდ ვინ არის წასული და რასთან დაკავშირებით. მე ამ შეფასებაში ვერ შევალ“. - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები რუსეთში არიან. ჰომოფობიური და პრორუსული რიტორიკით ცნობილი პარტიის ლიდერები ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სპეციალური მიწვევით მოსკოვში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები