მოღვაწეობაზე უნდა დაედოთ ვეტო - ნათელაშვილი „კონსერვატიული პარტიის“ რუსეთში ვიზიტზე

08.10.22 13:43
მოღვაწეობაზე უნდა დაედოთ ვეტო - ნათელაშვილი „კონსერვატიული პარტიის“ რუსეთში ვიზიტზე

ოკუპანტ ქვეყანში „კონსერვატიული პარტიის“ ვიზიტს ოპოზიცია ეხმაურება.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, „ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კანონი,  რომელიც პუტინის რეჟიმთან ღრმა  კავშირების მქონე პარტიებს ქვეყანაში  საქმიანობას აუკრძალავს.

ყველა პრორუსული დაჯგუფება შექმნილია ბიძინა ივანშვილის მიერ, მოსკოვთან შეთანხმებით და აფინანსებს პირადად. ახლა უკვე დაიწყო ოთხეულებისა და აი იმ საკუთარი დეპუტატებისაგან ღია ანტიამაერიკული და პრორუსული პარტიის შექმნა. ეს ჯგუფები აშკარად აკეთებენ მტრის საქმეს. ისინი უნდა აიკრძალოს კანონის შესაბამისად და არამედ მოღვაწეობაზე დაედოთ ვეტო, არამედ არჩევნებში მონაწილეობაზეც“. - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები რუსეთში არიან. ჰომოფობიური და პრორუსული რიტორიკით ცნობილი პარტიის ლიდერები ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სპეციალური მიწვევით მოსკოვში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები