ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან - ვიოლა ფონ კრამონი სამადაშვილზე

24.04.21 12:37
ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან - ვიოლა ფონ კრამონი სამადაშვილზე

"ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან" - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის მხრიდან ხელის მოწერას. 

სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს," - წერს კრამონი Twitter-ზე.

 

 შეგახსენებთ, რომ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", თუმცა სალომე სამადაშვილმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მიშელის დოკუმენტს შეუერთდა. სამადაშვილის გააწყვეტილებას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.