პრეზიდენტის დევნა - წულუკიანმა კამერული მუსიკალურ ფესტივალზე ზურაბიშვილი უკანა რიგში გადაასმევინა

08.10.22 21:40
პრეზიდენტის დევნა - წულუკიანმა კამერული მუსიკალურ ფესტივალზე ზურაბიშვილი უკანა რიგში გადაასმევინა

საქართველოს პრეზიდენტსა და კულტურის მინისტრს შორის დაპირისპირებამ იფეთქა - "ნოდარ მელაძის შაბათის" წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა თელავის თეატრში კამერული მუსიკის საღამოზე მისული სალომე ზურაბიშვილი უკანა რიგში გადაასმევინა.

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ფაქტით შეურაცხყოფილმა და ძალიან აბრაზებულმა პრეზიდენტმა ელისო ვირსალაძის საღამო დროზე ადრე დატოვა.

წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ფესტივალის ორგანიზატორებს დაფინანსების შეწყვეტით მას შემდეგ დაემუქრა, რაც გაიგო, რომ მუსიკალურ საღამოზე პრეზიდენტს გვერდით უნდა მჯდარიყო.

თელავის თეატრში მომხდარ ფაქტზე საუბარი არ სურს სალომე ზურაბიშვილს, მინისტრი წულუკიანი კი "შაბათის ეთერის" გადაღებ ჯგუფს სამსახურში არ დახვდა. 

ადგილზე მისულმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კი გაარკვიეს, რომ წულუკიანმა რეპრესირებული თანამშრომლების ფოტოები ამობეჭდა და დაცვას დაუტოვა რომ შენობაში არავინ შეეპაროს. 

თეა წულუკიანი მუეუმი ციხედ აქცია - ამბობენ მეცნიერები. მათი ტქმით, მხოლოდ მას შეუძლია კულტურის სისტემა ძალოვანი უწყებიდან წამოყვანილი კადრებით დააკომპლექტოს. მაგალიათად განსაკუთრებულ საქმეთა  დეპარტამენტის გამომძიებელი მუზეუმში დაასაქმოს და ფონდები ჩააბაროს, ან სასჯელაღსრულებიდან წამოყყვანილ კადრს მუზეუმების თანამშრომლების კომპეტენცია შეასწავლინოს. 

გარდა ამისა, როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, მინისტრი წულუკიანი "თუმანიშვილის თეატრის" მსახიობებსაც მიადგა.  ირკვევა, რომ აქ მსახიობების ნაწილს ხელფასი გაუზარდეს, ნაწილს შეუმცირეს,  ამით კი შიდა დაპირისპირების კერა შექმნეს.  ვისაც საერთოდ სახლში გაშვებას უპირებენ, შრომითი ანაზღაურება ასი ლარამდე ჩამოიყვანეს. 

სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სახელმწიფო თეატრში ადამიანების გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.  

ვრცლად ნახეთ ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში

 


 

მსგავსი სიახლეები