ნორმალური მთავრობის პირობებში იკეტება საზღვარი და ხდება ფილტრაცია - ხოშტარია, რუსების საქართველოში შემოსვლაზე
რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთიდან მომავალი საფრთხეების აღმოსაფხვრელად,
ამ საკითზე დისკუსიას პარტია „დროა“ მართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებთან ერთად მსჯელობენ, რა შეიძლება გაკეთდეს რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების ფონზე იმისთვის, რომ ქვეყანაში აგენტები არ შემოვიდნენ.
ელენე ხოშტარიას პარტიაში მისული ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, ამიტომ ახლა მოქალაქეების ვალია პრობლემის მოგვარების გზებზე იმუშაონ.
ელენე ხოშტარია საზღვარზე ფილტრაციას მოითხოვს, რათა ქვეყანაში აგენტები არ შემოიპარონ.
ჩვენ ვსაუბრობთ ფილტრაციაზე. ანუ, როდესაც ნორმალური მთავრობა გყავს იკეტება საზღვარი და რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც კონკრეტუალდ რეჟიმს გამოურბიან და რეჟიმისგან დევნილები არიან, მათ უხსნი, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დისკომფორტს გამოურბიან, მათია დგილი ოკუპირებული საქართველო ნამდვილად არ არის“. - აცხადებს ელენე ხოშტარია.