ქუთაისის მერიაში მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები 50%-ით გაიზარდა

08.10.22 16:03
ქუთაისის მერიაში მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები 50%-ით გაიზარდა

ქუთაისის მერიასი მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზარდათ. საჯარო მოხელეებს ანაზღაურება გაუორმაგეს. 

ფაქტი იმერეთის „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებმა გაასაჯაროეს. ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ, როცა ქალაქში მძიმე სოციალური ფონია და ადამიანები ქუთაისს გაჭირვების გამო ტოვებენ. 

„ანტიკორუფციულ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხელფასების რეკორდული ზრდით არ უნდა იყვნენ დაკავებულები და მეტი უნდა იფიქრონ ხალხზე.

190-ზე მეტ თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი. და გაეზარდათ 50 %-ით. 2021 წლის აუდიტის დასკვნით, პრემია-დანამატებზე დახარჯულია 331 ათასი ლარი. იმ ფონზე, როდეაც ქალაქში უამრავი პრობლემაა, შეჩერებული სამუშაოების გამო იტბორება ქუჩები, მერია დაკავებულია ხელფასების გაზრდით“. - ამბობენ „ანტიკორუფციულ მოძრაობაში“. 
 

მსგავსი სიახლეები