ციხეში ქაოსია - პენიტენციურ დაწესებულებას გამოცდილი თანამშრომლები ტოვებენ

08.10.22 20:32
ციხეში ქაოსია - პენიტენციურ დაწესებულებას გამოცდილი თანამშრომლები ტოვებენ

ციხეში ქაოსია - პენიტენციურ დაწესებულებას გამოცდილი თანამშრომლები ტოვებენ. "შაბათის ეთერმა" სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან წერილობით დადასტურება მიიღო, რომ სისტემას კადრები ნამდვილად ტოვებენ. 2020 წლის პირველი იანვრიდან, 2022 წლის ივლისის ჩათვლით, სისტემა 900-მდე თანამშრომელმა დატოვა.

2020 წელს პირადი განცხადების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან 350 ადამიანი წავიდა. 2021 წელს 293. თანამშრომლების გადინების მასშტაბი 2022 წელს კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მხოლოდ შვიდ თვეში სპეციალური პენიტენციური  სამსახურიდან 247 თანამშრომელმა დატოვა.

კვალიფიციური კადრების სისტემიდან წასვლით ციხეებში გამოწვეყლ უმძიმეს მდგომარეობაზე "შაბათის ეთერთან" მოქმედი თანამშრომლები საუბრობენ:

"ციხის თანამშრომელი გაუსაძლის მდგომარეობაშია. გაუსაძლისი ჰქვია, იმიტომ, რომ აბსოლუტურად მორღვეულია წესრიგი.  ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ერთდროულად აირია. წამლების დარიგების მომენტში, შეიძლება 3-4 პატიმარი გამოყვანილი იყოს და ქაოსი ხდება. ასეთ დროს შეიძლება რაღაც გაგექცეს ხელიდან. შეიძლება პატიმარი გაგექცეს კორპუსიდან. დაზღვეული არაფრით არ ხარ"- აცხადებს ციხის თანამშრომელი. 

ამასთან, "შაბათის ეთერის" გამომძიეელ ჟურნალისტებს რეპორტაჟზე მუშაოაბის დროს, კომუნიკაცია ციხიდან წასულ ოთხ თანამშრომელთან ჰქონდათ, ყველა ამბობს, რომ ქვეყნის დასატოვებლად ემზადება, ნაწილი ახლა ევროკავშირის ქვეყნებში ამერიკის საელჩოში ვიზის მისაღებ რიგს ელოდება, დანარჩენები კი მექსიკის გავლით ისევ შტატებში გადასვლის მარშრუტზე ფიქრობს.

მოქმედი ოფიცერი ერთ-ერთი ციხიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ  კადრების სიმცირის გამო თანამშრომლები საქმეს ვეღარ აუდიან და ციხეში წესრიგი  დიდი ხანია დაირღვა. ხელმძღვანელობამ ოფიცრებისთვის  სამუშაო საათების გაზრდას აპირებს.  უთხრეს, რომ სამ დღეში ერთხელ მორიგეობის ნაცვლად მათ მუშაობა ყოველ მეორე დღეს მოუწევთ.

"მიდიან ბიჭები, კონტროლიორებიც მიდიან, ოფიცრებიც მიდიან, მედპერსონალიც მიდის.  აპირებენ მეორე დღეზე ოფიცრების გადაყვანას. კადრი რომ არ არის დღე გამოშვებით უნდა ამუშაონ ოფიცრები. საათები მეტი უნდა ვიმუშაოთ. ანაზღაურება მეტი იქნება. მაგრამ ზეწოლის ფონზე ყოველ მეორე დღეს ციხეზე ეს პატარა ამბავია? თანამშრომლები აღარ ჰყოფნით"- აცხადებს ციხის მოქმედი თანამშრომელი. 

ციხის ოფიცერი აღნიშნავს, რომ ბადრაგი  პატიმრების კონტროლს ვეღარ ახერხებს, ამიტომ მსჯავრდებულებს მედიკამენტებით აჩერებენ. უარს წამალზე თითქმის არავის ეუბნებიან, რადგან იციან, რომ ამ უარს ციხეში ვითარების დაძაბვა მოჰყვება.

ადვოკატები "შაბათის ეთერს" ეუბნებიან, რომ კადრების სიმწირე ციხეებში, მართმსაჯლების აღსრულბას უშლის ხელს. ხშირად სასამართლო პროცესები ბადრაგის არარსებობის გამო იდება. პატიმარი დროულად ვერც ადვოკატს ხვდება, რადგან ციხეში სულ სამი თანამშრომელია, რომლებსაც საკნიდან შეხვედრების ოთახში დაპატიმრებული პირების გადაყვანა ევალება.

ბრეგაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამსახურიდან წასული თანამშრომლების რაოდენობა არ განსხვავდება წინა წლების მონაცემებისგან. ამ დროისთვის კი პენიტენციურ სამსახურში 3700-მდე ადამიანი მუშაობს.

ციხის მოქმედი თანამშრომელი  ამბობს, რომ  ახალი კადრი, რომლითაც ბრეგაძის უწყება წასულების ჩანაცვლებას ცდილობს გამოუცდელია. მათ პატიმრები მართავენ და სრულად იმორჩილებენ.

"თითოოროლა, რომელიც შემოდის ახალბედა, ის პატიმრებს აყვანილი ჰყავთ. პატიმარი მაგას თავის ჭკუაზე დაატარებს. გამოცდილები გარბიან და ახალბედები შემოდიან , რომლებიც გონზე არ არიან რა როგორ უდნა გააკეთონ"- აღნიშნას უწყების მოქმედი თანამშრომელი. 

სისტემაში დასაქმებულები აღიარებენ, რომ გისოსებს მიღმა  ბევრი პრობლემაა, რომელსაც ხელისუფლება ვერ აგვარებს, მათ შორის საშინელი ანტისანიტარია. ამბობენ, რომ ბევრი წავიდა და კიდევ ბევრი თანამშრომელი წავა.

 

 

მსგავსი სიახლეები