სპორტული აქტივობის დროს ხელი არა, თითი მოვიტეხე, ვიცოდი რომ კუდს მოაბამდნენ - მელია Postv-ის

08.10.22 16:31
სპორტული აქტივობის დროს ხელი არა, თითი მოვიტეხე, ვიცოდი რომ კუდს მოაბამდნენ - მელია Postv-ის

"ენმ"-ს თავმჯდომარე ნიკა მელია "პოსტ-ტვ"-ის პასუხობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მას ხელი პარტიაში დაპირისპირების დროს არ მოუტეხია, როგორც ამას სამთავრობო არხი ავრცელებს.

მელიას თქმით, მან სპორტული აქტივობის დროს მიიღო დაზიანება და თან არა ხელი, არმედ თითი მოიტეხა.

"ამ ბოლო ხანებში, პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია, რაც ცალსახად მხოლოდ რუსული ოცნებისა და იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება,

ამჯერად ავრცელებენ ცნობას, რომ თითქოსდა პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე. ამასთან დაკავშირებით, ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ.

ნუ შეაწუხებთ, მე მოგახსენებთ:

სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება, რაც მთავარია, ხელი არც იქ მომიტეხია, თითი, და როდესაც ექიმთან მივდიოდი, მეგობრებთან ვიხუმრე კიდეც, რომ ამას კუდს მოაბამდნენ. ისე აუხდეს ყველა სურვილი ჩვენი ქვეყნისთვის კეთილისმსურველს, როგორც ეს ამიხდა.

ჩემს ბავშვობაში იყო წიგნი „ფანტაზია და მარჯვე ხელები“. როგორც ჩანს, ვიღაცეებმა მხოლოდ სათაური წაიკითხეს და მონდომებით აწვალებენ ფანტაზიას და ხელმარჯვობენ". - წერს მელია.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები