არა მგონია, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა ლოგიკური იყოს - სარჯველაძე
მმართველი გუნდის წევრ მიხეილ სარჯველაძეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაზე საუბარი ლოგიკურად არ მიაჩნია.
სარჯველაძის თქმით, მესამე პრეზიდენტს ისეთი არაფერი ესაჭიროება,
რაც ხელმიუწვდომელია საქართველოში.
ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტი თუ ექიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება გარკვეული მკურნალობა, რომელიც შეიძლება გაიწეროს. მას არ უთქვამს, რომ ეს მკურნალობა არ შეიძლება საქართველოში განხორციელდეს. არც ის გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება იყოს ისეთი პროცედურა, რომლის განხორციელებაც საქართველოში შეუძლებელია. არც ერთი უთქვამს, არც - მეორე. მგონია, რომ საკითხის ბოლომდე გარკვევას უნდა დაველოდოთ და შემდეგ ვთქვათ კვალიფიციური პასუხები, ვიდრე წინასწარ შთაბეჭდილებებზე ვისაუბროთ, რასაც აზრი არ აქვს. მქონია კვალიფიციურ ადამიანებთან ამ საკითხზე მსჯელობა და გამირკვევია, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი ისეთი არ შეიძლება ესაჭიროებოდეს ახლა, რაც ხელმიუწვდომელია საქართველოში ან ხელმიუწვდომელია „ვივამედში“ სადაც ახლა იმყოფება. არა მგონია, ახლა ვისაუბროთ მის უცხოეთში გადაყვანაზე, ეს არ არის ლოგიკური“, - განაცხადა სარჯველაძემ.