უცხოელი ექიმები იტყუებიან, ყველაფერი კეთდება სააკაშვილისთვის - კალაძე
უცხოელი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ, „ქართული ოცნება“ კი ისევ ჯიუტად საუბრობს, რომ მესამე პრეზიდენტს ისეთი არაფერი ესაჭიროება, რასაც საქართველოში ვერ მიიღებს.
მეტიც, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ექსპერტების არ სჯერა და უცხოელი მედიკოსები ტყუილის თქმაში დაადანაშაულა.
„პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობასაც. ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნეს.
ექიმები იტყუებიან, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე მიუწვდებათ ხელი. თუნდაც ის, რომ დღეს სააკაშვილი გადაყვანილია კლინიკაში და იქ აგრძელებს მკურნალობას ამას ნიშნავს“. - ამბობს კალაძე.