არ მაქვს ინფორმაცია, „ალტ-ინფო“ სად დადის, ვის ელაპარაკება, რას ელაპარაკება - კალაძე
ანრი ოხანაშვილის შემდეგ, კახი კალაძეე - დედაქალაქის მერი „კონსერვატიული პარტიის“ ოკუპანტ ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით ჩასვლაზე ვერაფერს ამბობს.
კალაძე პასუხიმგებლობას იხსნის.
არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია და საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია, „ალტ-ინფო“ სად დადის, ვის ელაპარაკება, რას ელაპარაკება და რაზე ელაპარაკება. ხელისუფლების გასაკეთებელი როგორ შეიძლება გააკეთონ მათ, ან რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ? სასაცილოა“ - ამბობს კალაძე.
„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები რუსეთში არიან. ჰომოფობიური და პრორუსული რიტორიკით ცნობილი პარტიის ლიდერები ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სპეციალური მიწვევით მოსკოვში იმყოფებიან.