„კონსერვატიული პარტიის“ რუსეთში ვიზიტში ვადანაშაულებ საქართველოს ხელისუფლებას - გედევან ფოფხაძე
„კონსერვატიული პარტიის“ რუსეთში ვიზიტი - გედევან ფოფხაძე აღნიშნულ ვიზიტში პირდაპირ ხელისუფლებას ადებს ხელს.
ფოფხაძის თქმით, ფაქტი ანტისახელმწიფოებრივია.
ოკუპანტთან მსგავსი ვიზიტები, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ამ ვიზიტში კი ვადანაშაულებ საქართველოს ხელისუფლებას“. - ამბობს გედევან ფოფხაძე.
„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები რუსეთში არიან. ჰომოფობიური და პრორუსული რიტორიკით ცნობილი პარტიის ლიდერები ოკუპანტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სპეციალური მიწვევით მოსკოვში იმყოფებიან.