ექსკლუზივი: ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ გუნდს და ოჯახს ფარულად უსმენს - "შაბათის ეთერის" გამოძიება

08.10.22 21:33
ექსკლუზივი: ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ გუნდს და ოჯახს ფარულად უსმენს - "შაბათის ეთერის" გამოძიება

"ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება -  მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები უსმენენ ადამიანებს, რომელიც "ქართულ ოცნებას" ემსახურება, უსმენენ და იწერენ როგორ ლანძღავენ "ოცნების" ლიდერები სულ უფროსებს, როგორ ურჩევენ საქმეებს ერთმანეთს, როგორ საუბრობენ ცოლებთან, როგორ ჩხუბობენ ოჯახის წევრებთან. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი.  

ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოსმენების ობიექტი იყო, ვანო ზარდიაშვილი. უსმენდნენ მისი და ძმაკაცი პოლიტიკოსების საუბრობს, უსმენენ როგორ ლანძღავს ზარდიაშვილი პარტიის ლიდერებს. 

"ოცნების" ყოფილი დეპუტატი და ამჟამად საქართველოს ელექტრო სისტემაში დასაქმებული ზარდიაშვილმა "შაბათის ეთერთან", კახი კახიშვილსა და მას შორის შემდგარი, სატელეფონო საუბრის სტენოგრამა თავად წაიკითხა.  ის სუს-ის მიერ გაშიფრული დიალოგის ავთენტურობას ადასტურებს, კომუნიკაციის შინაარსიც ზუსტად ახსოვს, თუმცა იმის აღიარება,  რომ "ქართული ოცნების" საიდუმლო სამსახურმა მასაც მიუყურადა, მარტივი არ აღმოჩნდა.

მოპოვებული ფაილებით დგინდება ისიც, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კახი კახიშვილს ეჭვი ჰქონდა, რომ ვანო ზარდიაშვილმა, რომელიც ხუთი დეკმებრის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა, უბანში ბრძანება გასცა კახიშვილის სასარგებლოდ არ ემუშავათ. 

"შაბათის ეთერის" ხელშია ვანო ზარდიაშვილის და დეპუტატ კახი კახიშვილი საუბრის სტენოგრამაც, სადაც ზარდიაშვილი "ოცნების" ლიდერებს ლანძღავს. 

"შაბათის ეთერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ფაილების მიხედვით, სუს-ი აკონტროლებდა კახი კახიშვილის ყველა ნაბიჯს. კონტროლდებოდა მისი კერძო ვიზიტები საზღვარგარეთ,  მაგალით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსობას შეტყობინებას იმ დროსაც კი უგზავნიდა, როდესც კახი კახიშვილი ტელეფონით რაიმეს ჯავშნიდა, აკონტროლებდნენ როდის მიდოდა ის კორონავირუსზე ტესტის გასაკეთებლად და როდის რა კომუნიკაცია ჰქონდა, მის პირად ასისტენტთან. 

სუსი-დან გამოჟონილი მოსმენების სკანდალური ფაილებით, კახიშვილის საუბრის შინაარსი მოსასმენად მარტივი მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძისთვისაც არ უნდა ყოფილიყო, სუს-ის სტენოგრმამებიდან ჩანს, რომ პარლამენტში შესულ ოცნების ლიდერებს ომი ჰქონდათ კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტებზე. 

ლილუაშვილის ოპერები, ირკვევა, რომ მამუკა მდინარაძის სატელეფონო ზარებსაც უსმენდნენ, შიფრავდნენ და აარქივებდნენ. 

"შაბათის ეთერმა" ბიძინა ივანიშვილის, ემზარ ივანიშვილის მოსმენების ფაილიც იპოვა. ჩანაწერები გაკეთდა იმის შესახებაც, როგორ დაურეკა მან სოზარ სუბარს და როგორ დაინტერესდა ერთ-ერთი ვეტერანის შესახებ. 

სუს-ის ბოლო ფაილების პაკეტში მოხვდა სოფო ხორგუანიც. ლილუაშვილის უწყების პოლიტიკური დოსიების სკივრში, ხორგუანი, კახი კახიშვილის წყალობით მოხვდა. როდესაც ძველ მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" სუსი-დან მოსმენების ფაილები მოიპოვა. 

მოსმენების ობიექტი იყო სოზარ სუბარიც - სუს-ში დანოსი დაიწერა იმის შესახებაც, რომ დეპუტატის შვილს covid-19 დაუდასტურდა. მაგალითად სუს-მა შეადგინა ცნობა, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს სოზარ სუბარს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ლოგინიდან ადგომა უჭირდა. სოზარ სუბარს მაშინაც უსმენდნენ, როდესაც ურეკავდა მეგობარი ადვოკატი და დაკავებული ქმრის გათავისუფლებას სთხოვა.  ოპერატიული ცნობის სახით დევს სუს-ის არქივში ცნობა იმის შესახებაც, როგორ არ დაეხმარა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ფინანსურად, 2009 წ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ პოლიციის თანამშრომელებთნ დაპირისპირების დროს დაზარალებულ, ირაკლი ხომასურიძეს. 

ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში

 

 

მსგავსი სიახლეები