გაშიფრულია სქემა როგორ შემოდის რუსული ფული საქართველოში
რა სქემით შემოაქვთ ფული საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს? - "შაბათის ეთერის" მიერ აღმოჩენილია, ქალაქის შუაგულში მდებარე კომპანია "ბლოქ სკვეარი", რომელიც შავი ხვრელით რუსეთიდან საქართველოში ხალხს ფულის გადმოტანას სთავაზობს.
ცნობილია, რომ ლეგალურად რუსეთიდან 10 ათას დოლარზე მეტს ვერ გადმოიტან, იკრძალება! ბანკით ფულს პრაქტიკულად ვერ რიცხავ, რუსული ბანკები სანქცირებულია, ამიტომ ეს ოფისი ხალხს შემოვლით გზას სთავაზობს.
კლიენტებს "ბლოქ სქვეარის" თანამშრომლები პირდებიან, რომ კრიპტოვალუტის საშუალებით საქართველოში ფულის შემოტანის გზებს ადგილზევე ასწავლიან, ფულს კი ისე გაანაღდებენ რომ ოფისში სხვა კლიენტებს არც კი შეხვდებიან.
ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე ოფისში მოქალაქეებს ფულის გადმოტანას შემდეგი სქემით სთავაზობენ: რუსეთში ნაღდი ფულით კრიპტოვალუტას ყიდულობენ, საქართველოში კი ამ ოფისში გაინაღდებენ. ფული შემოტანის ეს სქემა უკონტროლოა, ეროვნული ბანკი ვერ ამოწმებს, ვინ და რამდენი შემოიტანა.
კომპანია რომელმაც პრაქტიკულად რუსეთიდან ფულის შემოტანის შავი ხვრელი შექმნა, ოფიციალურად დიმიტრი ქიტოშვილის სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა ქიტოშვილი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ კომპანია მას არ ეკუთვნის. კომპანიის რეალური მფლობელი რუსეთის მოქალაქე სტანისლავ პრიხოდკოა.
"შაბათის ეთერის" ინტერესის საგანი გახდა, ფაქტი, როგორ და რის სანაცვლოდ იღებენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას.
ცნობილია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე ან მოქალაქეზე რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წელი იცხოვრა. რადგან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში წლობით არ ცხოვრობდნენ, ამიტომ ახლა მათ ურჩევნიათ საბუთების გაყალბებაში ფული გადაიხადონ.
ბინადრობის უფლება ფულის სანაცვლოდ, მოქალაქეობა ქართველთან ფიქტიური ქორწინებით, ფიქტიური მეჯვარეობა 100 ლარად - ასეთია სქემა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები ფულს ქართველებს უხდიან.
ვრცლად ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტურ გამოძიებაში