"ივანიშვილის გამიზნული მართვის მეთოდი" - ხოშტარია ტოტალურ მოსმენებზე

09.10.22 11:17
"ივანიშვილის გამიზნული მართვის მეთოდი" - ხოშტარია ტოტალურ მოსმენებზე

"ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ მორიგ სკანდალურ რეპორტაჟს ოპოზიციაშ გამოეხმაურნენ. საუბარია სიუჟეტზე, საიდანაც ირკვევა, რომ სუსი მმარველი პარტიის სახეებს, დეპუტატებს და მათ ოჯახის წევრებსაც  უსმენს.

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ტოტალურ მოსმენებს ბიძინა ივანიშვილის მართვის მეთოდს უწოდებს და ამბობს, რომ სისტემა სრულად შესაცვლელია. 

ეს არის მეთოდი. ეს არ არის რაღაც ცალკეული შემთხვევები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გამიზნული მართვის მეთოდი, რომელზეც იხარჯება ჩვენი მოქალაქეების ფინანსური რესურსი. ამიტომ არის ეს სისტემა მთლიანად შესაცვლელი. არანაირი მოლოდინი არ მააქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“... ახლა, გუნდი, რომელიც ბეთჰოვენს ეძახის ბიძინა ივანიშვილს, სამწუხაროდ, მანდ თავმოყვარეობის იმედიც აღარ გაქვს, რომ, ვთქვათ, რომ რაღაცა შეგაწუხებს, ამიტომ ეს სისტემა მთლიანად შესაცვლელია, - ამბობს ხოშტარია. 

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს  და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის "დანოსებიდან" ასევე, ირკვევა, რომ ისინი  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.

აღნიშნულის დაჯერება მმართველი პარტიის წევრებს უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხმაურიან საქმეზე გამოძიებას უცნობია, რადგან საგამოძიებო უწყება "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მსგავსი სიახლეები