ივანიშვილი "პათოლოგია", რომელიც საკუთარ ოჯახსაც კი არ ენდობა - ნათელაშვილი

09.10.22 11:24
ივანიშვილი "პათოლოგია", რომელიც საკუთარ ოჯახსაც კი არ ენდობა - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილს "პათოლოგად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის საკუთარ ოჯახსაც კი არ ენდობა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მართვის ამ მეთოდით ოლიგარქი კისერს წაიმტვრევს. 

ოლიგარქის რეჟიმი უპირველესად დგას ტოტალურ კონტროლზე საკუთარი გუნდის შემადგენელი სუბიექტების მიმართ. აქ შედიან დეპუტატებიც, მინისტრებიც, თანამდებობის პირებიც, მათ შორის, ივანიშვილის ოჯახის წევრები. ეს არის პათოლოგი, რომელიც არ ენდობა არავის, მათ შორის, არც ოჯახს. უნდა, რომ სულები აკონტროლოს ყველასი და ამ სულების კონტროლით მართოს და იარსებოს, რაც უაღრესად მოკლე გზაა და ძალიან მალე ვნახავთ ჩვენ მას კისერწამტვრეულს, - თქვა ნათელაშვილმა. 

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს  და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის "დანოსებიდან" ასევე, ირკვევა, რომ ისინი  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.

აღნიშნულის დაჯერება მმართველი პარტიის წევრებს უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხმაურიან საქმეზე გამოძიებას უცნობია, რადგან საგამოძიებო უწყება "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

მსგავსი სიახლეები