სარჯველაძის მტკიცებით, მმართველ გუნდს არა სუსი, არამედ უცხოური სპეცსამსახურები უსმენენ
ის, რომ სუსი ტოტალურად ყველას და მათ შორის, "ქართულ ოცნებსაც" უსმენს, მმართველი პარტიის წევრებს დაჯერება უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.
როდესაც თქვენ ტირაჟირებთ იმას, რომ ეს სუსის მომზადებულიდა სუსის გაკეთებულია, აქ, მემგონი, რომ შეცდომას უშვებთ. არ გაქვთ საკმარისი საფუძველი, რომ ეს დააბრალოთ სუსს. მე, მაგალითად, თუკი მექნებოდა განცდა და ვარაუდი, რომ ვინმე მისმენს, ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად ვიფიქრებდი, რომ რომელიმე უცხოური სპეცსამსახური შეიძლება უსმენდეს ჩემს სატელეფონო კომუნიკაციას. ნაკლებად მოველი, რომ ეს არის სუსი, ვინც შეიძლება უსმენდეს ასე ტოტალურად და მასობრივად, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის "დანოსებიდან" ასევე, ირკვევა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.