"ოლიგარქიული რეჟიმის დიაგნოზი" - სერგო ჩიხლაძე ივანიშვილის მიერ თანაგუნდელების მოსმენაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ივანიშვილის მიერ საკუთარი თანაგუნდელების მასობრივ მოსმენას რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მახასითებლად მიიჩნევს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილს შიში და საკუთარი მომხრეების იმართ უნდობლობა ამოძრავებს.
ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის დიაგნოზი, რომ ის დგას შიშზე, უნდობლობაზე, საკუთარი მომხრეების კონტროლზე. ეს არის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მახასიათებლები და რაც მთავარია, თანხებეი,ს ახსრები, ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებაზე, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ ერთუ რუსი ოლიგარქის ვნებების დაკაყოფილებაზე, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის "დანოსებიდან" ასევე, ირკვევა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.
აღნიშნულის დაჯერება მმართველი პარტიის წევრებს უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხმაურიან საქმეზე გამოძიებას უცნობია, რადგან საგამოძიებო უწყება "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.