თვალის ამოთხრაზე ვერაფრით ვერ გავრცელდება ამნისტია - გიორგი ვაშაძე

24.04.21 13:05
თვალის ამოთხრაზე ვერაფრით ვერ გავრცელდება ამნისტია - გიორგი ვაშაძე

თვალის ამოთხრაზე ვერაფრით ვერ გავრცელდება ამნისტია - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს. 

არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, ვისაც ეს დანაშაული აქვს ჩადენილი. იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის რომ მსუბუქი მუხლებით ვერ მოხდება მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. რაც შეეხება დაზარალებულებს, ვუთანაგრძნობ მათ და მე ავუხსნი და შევეცდები რომ ავუხსნა დეტალურად, რომ თვალის ამოთხრაზე ვერაფრით ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონი," - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მესამე სექტორს შორის შეხვედრა ამ წუთებში, სასტუმრო "რუმსში" მიმდინარეობს.