"ჯანსაღი მოვლენა არ არის, "შიზოფრენიაა" - დავით ჭიჭინაძე ტოტალურ მოსმენებზე
"ტრიბუნას" ლდირი ივანიშვილის სურვილს, უსმინოს ყველას და ყველგან, "შიზოფრენიას" უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნულს სახელმწიფო სარგებელი არ გააჩნია და ეს არაჯანსაღია.
ვინც „ოცნებაში“ ნამყოფია, იცის, რომ გარკვეულწილად დაჯგუფებები არიან, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის ებრძვიან. უკვე შიზოფრენიაა.. იმიტომ, რომ ასე უსმენდე ყველას განურჩევლად, ნათესავს, პარტიის წევრს, ოჯახის წევრებს ამ ადამიანებისას ანუ მე ვფიქრობ, ეს ნორმალური და ჯანმრთელი მოვლენა აღარ არის. რა სახელმწიფო სარგებელი შეიძლება აქედან ნახო თუ არა ელემენტალურად ავადმყოფური მოთხოვნილება, იცოდე ადამიანები რას ლაპარაკობენ და თუ არა ის, რომ ამ ადამიანებს რა პირადი ურთიერთობები გააჩნიათ, - ამბობს დავით ჭიჭინაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერით" მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები "ქართული ოცნების" ლიდერებს, რიგით დეპუტატებს და მათთან დაახლოებულ პირებსაც უსმენენ. სუსის "დანოსებიდან" ასევე, ირკვევა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი უსმენენ.
აღნიშნულის დაჯერება მმართველი პარტიის წევრებს უჭირთ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში გადადიან. მმართველი გუნდის ერთგული სახეები ამტკიცებენ, რომ მათ ივანიშილი კი არა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები უსმენენ.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხმაურიან საქმეზე გამოძიებას უცნობია, რადგან საგამოძიებო უწყება "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.