აშშ-ის მხრიდან ენჯეოების დაფინანსება ემსახურება საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს - მაჭარაშვილი
,,ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ჩვენი ქვეყნის სტარატეგიულ პარტნიორებს კვლავ თავს ესხმის და აცხადებს, რომ ამერიკის საელჩოს ქმედებები საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული.
თუ ქალბატონი კელი იცნობს ილია ჭავჭავაძეს და ეთანხმება მის პოლიტიკას, კარგია, მაშინ მისი შთამომავლების მიერ დადებულ პარტნიორულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან რატომ არღვევს?
იქ რევოლუციური სცენარები დადგეს, იქ მოწოდებები იყო ხელისუფლების არაკანონიერად შეცვლის, ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკის საელჩო არ გაემიჯნა.
ეს არის არა ირიბი, არამედ პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მათი მხრიდან ამ ენჯეობის დაფინანსება ემსახურება საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის დანაყოფმა ,,ნაციონალური მოძრაობა" ამერიკის აგენტებად გამოაცხადა - მოძრაობა „ხალხის ძალამ“ ახალი პოლიტიკური კვირა ამერიკაზე შეტევით დაიწყო.
მათივე შეფასებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამერიკამ საქართველოსგან "არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო", ვიდრე საქართველომ ამერიკისგან.