თუ პარტნიორები, ვენეციის კომისია, ოპოზიცია იტყვიან, არ გვინდა, დეოლიგარქიზაციის კანონს არ მივიღებთ - ოხანაშვილი
მიიიღებს თუ არა ,,ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინულ მოდელს? პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის, განმარტებით ხელისუფლება ვენეციის კომისიიის დასკვნას ელოდება.
მმართველი გუნდი, რომელიც თითქმის არასდროს ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებს, ახლა ვენეციის კომისიას მაშველ რგოლად იყენებს.
გავრცელებულია ხომ მიდგომა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა მოვიაზროთ ხომ 100%-ით ამ კანონის ქვეშ და ოლიგარქად უნდა მივიჩნიოთ.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ დაესვა ვინმეს, რომ ლოიალობა გამოვიჩინეთ ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელთან დაკავშირებით, რომელმაც შექმნა ეს გუნდი, დააფუძნა, ეხლა გავიდა პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ლოიალურები ვიყავით და ჩვენი ინტერესების შესაბამისად რაღაც გავაკეთეთ, ეს რომ არ დაებრალებინა ვინმეს, ამიტომ ავიღეთ უკრაინული მოდელი.
თუ ყველა გამოვა და იტყვის, პარტნიორებიც, ვენეციის კომისიაც, ოპოზიციაც, არ გვინდა ამ საკითხის კანონის სახით დარეგულირება, ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ასეთ კანონს არ მივიღებთ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ოპოზიცია ხაზგასმისთ აცხადებს, რომ თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის უკრაინული ვარიანტი დამტკიცდება, ეს ნიშნავს რომ ,,ქართული ოცნება" ევროინტერგაციის პროცესს ემიჯნება.