ოხანაშვილი ფიქრობს, რომ ისინი ვინც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ, პარტიული ინტერესების მქონე პირები არიან
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ყველა ის პირი, მედიკოსი თუ ადვოკატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს, პარტიულ ინტერესებს ატარებს.
მისი თქმით, ჟურნალისტებს სააკაშვილი პირადად არ უნახავთ და მძიმე მდგომარეობაზე კითხვებს არ უნდა სვავდნენ.
თქვენ შეკითხვას სვამთ იმ საკითხზე, რაც თქვან საკუთარი თვალით არ გინახავთ და პარტიული ინტერესების მქონე პირების მონათხრობს ეყრდნობით. ეს ვერ იქნება ფაქტად მიჩნეული და ეს ვერ იქნება მოცემულობად მიჩნებული, იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ ერთის მხრივ დაცვის ტაქტიკა. მათ შეიძლება, ბევრი ტყუილიც თქვან. ჩვენ უნდა ვენდოთ ოფიციალურ კომპეტენტურ უწყებას, X ადვიოკატმა თქვენ რა გითხრათ, და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ცალკე საკითხია"- აღნიშნა ოხანაშვილმა.