მათი მიზანია, ხალხში არსებული დასავლეთის მიმართ მხარდაჭერა შეარყიონ - ნინო დოლიძე ივანიშვილის დანაყოფზე

10.10.22 14:12
მათი მიზანია, ხალხში არსებული დასავლეთის მიმართ მხარდაჭერა შეარყიონ -  ნინო დოლიძე ივანიშვილის დანაყოფზე

მდარე, მდაბიო, პროპაგანდისტული კამპანია, დაფუძნებული შეთქმულების თეორიებზე - არასამთავრობო სექტორი ,,ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატების მორიგ ბრალდებებს პასუხობს.

არსამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინი დოლიძე, აცხადებს, რომ ,,ხალხის ძალის" მიზანია, მოსახლეობაში არსებული დასავლეთის მიმართ მხარდაჭერა შეარყიონ.

მდარე, მდაბიო, პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც დაფუძნებულია შეთქმულების თეორიებზე. 90-იანი წლების შემდეგ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ასეთი ანტიდასავლური კამპანია ჩვენ ამ ქვეყანაში არ გვინახავს. 

წარმოუდგენელია, ერთი ხელით ქვეყანას დახმარებას თხოვ, მათ შორის, ევროპის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მეორე ხელით კი ანადგურებ ყველაფერს, რაც არის დასავლური.

მიზანი ერთია, ქართველ ხალხში არსებული დასავლეთის მიმართ მხარდაჭერა შეარყიონ- აცხადებს ნინო დოლიძე.

,,ხალხის ძალის" მორიგი გზავნილი, ივანიშვილის დანაყოფმა დღეს მორიგი ანტიამერიკული განცხადება გაავრცელა.  

მსგავსი სიახლეები