ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლეს გამოასალმოს - გიორგი ბოტკოველი
ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლეს გამოასალმოს - ამის შესახებ "ტვ პირველს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც "მიხეილ სააკაშვილის წამებაში იღებენ მონაწილეობას, აუცილებლად დაისჯებიან".
"ყველა ხერხს და ღონეს მიმართავენ, რომ ის შურისძიება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქვს დაწყებული, სისრულეში მოიყვანონ. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლეს გამოასალმოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება, ბიძინა ივანიშვილის მმართველობაც დასრულდება, ყველა ადამიანი, რომელიც ამ მწამებლურ საქმიანობას ეწევა, აუცილებლად დაისჯებიან"- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.