რომ არა იმ პარტიების ხელმოწერა, მელია ახლა უკვე გათავისუფლებული იქნებოდა - ბოკუჩავა

24.04.21 14:22
რომ არა იმ პარტიების ხელმოწერა, მელია ახლა უკვე  გათავისუფლებული იქნებოდა - ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩა აცხადებს, რომ  ნიკა მელია ამნისტიის გარეშე გათავისუფლდებოდა, რომ არა ოპოზიციის ნაწილის მიერ დაშვებული შეცდომა. ამის შესახებ ბოკუჩავამ ტვ პირველზე, "დღის ამბებში" ისაუბრა. ბოკუჩავას აზრით,  ოპოზიციის იმ ნაწილმა რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა ტაქტიკური  შეცდომა დაუშვა.

რომ არა იმ პარტიების ხელმოწერა, რომელიც არის ეხლა ამ დოკუმენტზე, ნიკა მელია ახლა უკვე  გათავისუფლებული იქნებოდა, ეს არის ჩემი პოზიცია მათ სამომლაპარაკებლო ტაქტიკაში შეცდომებზე.გასაგებია, რიგ საკითხებზე შეიძლება არ ყოფილიყო კონსესუსი, მაგრამ ის რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მომხდარიყო მყიდისერად და დაუყონებლივ ამასთან დაკავშირებით მთლიან ოპოზიციას ჰქონდა დიიდ ხმარდაჭერა ქვეყნის გარეთაც, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა, რომ არა მათი ეს სამომლაპარაკებლო ტაქტიკა,

შესაძლებელი იყო რომ საერთოდ ამნისტიის ნაწილი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში ან ამნისტიის ფორმულირება მომხდარიყო იმგვარად რომ ის არ შეეხებოდა სამართალდამცავებს," - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.  

მსგავსი სიახლეები