პუტინის ბრალდებებთან დაკავშირებით სუსმა განცხადება უნდა გააკეთოს - ბეჟაშვილი
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პუტინის ბრალდებებთან დაკავშრებით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება უნდა გააკეთოს. ენმ-ს წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა აღნიშნული ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს.
მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ ინფორმაციასთან და ამ განცხადებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს გამოკვლევა და მათ უნდა გააკეთონ განცხადება, რომ არ იყოს ეს ინფორმაცია გამოყენებული ისე, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ დღეს სუსი უნდა აკეთებდეს მოკვლევას და უნდა აკეთდებდეს თავის განცახადებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან ამას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები, - თქვა ბეჟაშვილმა.
რუსეთი ამტკიცებს, რომ ტროტილით დატვირთული მაქანა, რომელიც ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს, რუსეთში საქართველოდან შევიდა. ინფორმაცია ვლადიმერ პუტინს საგამოძიებო სამსახურის შეფმა მიაწოდა.
ალექსანდრ ბასტრიკინის ვარაუდით, სპეციალური მანქანა რუსეთში ბულგარეთი, სომხერთი, საქართველოს გავლით შევიდა. ამასთან, რუსეთში დარწმუნებულები არიან, რომ მომხდარს თანამზრახველები რუსეთშიც ჰყავდა.