შეძრწუნებული ვარ რუსეთის დარტყმებით უკრაინაში, ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის მიერ დღეს უკრაინის ქალაქების დაბომბვას ეხმაურება.
შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ ქართველი დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც დაბომბვის შედეგად დაშავდა.