გამოაცხადებს თუ არა საქართველო რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ - "ოცნება" დუმს
იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოსაცხადებლად ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყეს, როდესაც ბრიუსელი და შტატები მოსკოვის შესაჩერებლად ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ, საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმილის რეჟიმშია.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა არ აკონკრეტებს რა იქნება ამის შემდეგ მათი ნაბიჯი. ერთადერთი, რასაც მმართველი პარტია ამბობს, არის ის, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაშ სამხედრო დანაშაულს სჩადის.
ის, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულს აქვს ადგილი, ეს ცალსახაა, მაგრამ რა სტატუსით უნდა შეფასდეს, ამას მე ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ცალკე შეფასების და გამოძიების საგანია. საერთაშოიროს თანამეგობრობა რა სტატუსსაც მიანიჭებს. იმის მიხედვით ვიმსჯელოთ ამაზე. ცალკეულად მე ამაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა გეუბნებით, რომ სამხედრო დანაშუალს აქვს ადგილი, - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.
საერთაშორიოსა ტრიბუნალის შეფასებაზე საუბრობს მმართელი პარტიის წევრი დავით სრეგეენკოც.
ყველაფერია ის, რასაც რუსეთი აკეთებს, სიტყვებიც კი არ არსებობს იმის შესაფასებლად, როცა მშვიდობიან მოსახლეობას ასე ანადგურებენ, მაგრამ რა ტერმინით შეფასდება, ამას საერთაშორისო ტრიბუნალი გადაწყვეტს, - თქვა სერგეენკომ.
საქართველოს შს მინისტრის მოიადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტების კითხვას, უნდა შეფასდეს თუ არა რუსეთი საქართველოს მიერ ტერორისტულ სახელმწიფოდ, არ პასუხობს.
ოპოზიცია კი ღია შეფასებას არ ერიდება და პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ამის მიუხედავდა, ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ იმედი, რომ "ოცნება" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაბედულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მე მესმის იმ სიფრთხილის, რომელსაც ცივილიზებული სამყარო იჩენს, მაგრამ ტერორისტთან, სამწუხაროდ, მოფერებით და ზედმეტით სიფრთხილით მოქმედება არ კმარა, იმიტომ, რომ ტერორისტი ამას გებულობს როგორც თავის სიძლიერეს. რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო და მის მიმართ მოქმედებები უნდა იყოს შესაბამისი, - ამბობს „ევროპული საქარტველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე.
უკრეაინა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას უკვე დიდი ხანია ითხოვს. აღნიშნული სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია სენატმა უკვე გასცა, თუმცა ეს შესასრულებლად სავალდებულო არ არის.