ივანიშვილისთვის გარდაუვალია სანქციების სიაში მოხვედრა - გივი თარგამაძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გივი თარგამაძე, დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, სანქცირებულთა სიაში აუცილებლად მოხვდება.
თუ სანქციები შეეხება პერსონალიებს, ამ შემთხვევში ივანიშვილს და მის ამ მთელ ამალა ამ სიაში ადრე თუ გვიან მოხვდება.
როგორც ამერიკაშია გამოთქმა - გარდაუვალია ორი რამ: სიკვდილი და გადასახადები, ივანიშვილისთვის ახლა გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიაში მოხვედრა"- თქვა პოლიტიკოსმა.
ევროკავშირი იმ ქვეყნებისთვის, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, სანქციების დაწესების პაკეტზე მუშაობს. ინფორმაციას გამოცემა "ბლუმბერგი" აქვეყნებს.
სანქციები შესაძლოა, დაუწესდეს პერსონალურად იმ პირებსაც, ვინც რუსულ კავშირებშია მხილებული.