თსუ-ს პროფესორის სკანდალური განცხადება - სტუდენტები მარინა მუსხელიშვილის წინააღმდეგ
პრეტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტების უკმაყოფილება მოწვეული ლექტორის, მარინა მუსხელიშვილის, მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატუსს მოჰყვა.
სტუდენტები ითხოვენ, რომ ლექტორმა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები უნივერსიტეტის კედლებში არ გაავრცელოს.
ადამიანი, მოწვეული ლექტორი, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა სტუდენტებზე, რომელიც მუშაობს აკადემიურ სივრცეში, დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკური ინტერესებისაგან და მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება უნდა იყოს ობიექტური - აცხადებენ სტუდენტები.
შუშის ხიდს პუტინის ბომბები მირჩევნია - სკანდალური პოსტი "ქართული ოცნების და ივანიშვილის მადიდებელმა ლექტორმა, მარინა მუსხელიშვილმა, სოციალურ ქსელში მაშინ გაავრცელა, როდესაც ანექსირებული ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ პუტინმა იერიში კიევზე მიიტანა.