არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

24.04.21 15:02
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.არჩილ თალაკვაძეს კახა კუჭავა შეცვლის. ამის შესახებ თალაკვაძემ პარტიის უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თავად განაცხადა.

მინდა გაგაცნოთ სიახლე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტიას წარმოვადგენდი,ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინო აადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაოაბს უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება, ვთვლი რომ ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე, ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტში პარლამენტის თვამჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. ერთად განვაგრძობთ ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის" - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები