რუსეთის ტერორისტად გამოცხადებას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები - ალუდა ღუდუშაურის სკანდალური განცხადება
"ქართული ოცნება" პუტინის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ტერორისტული ქმდებების მტკიცებულების გასაჯაროვებას ითხოვს- საკანდალური განცხადება დღეს პარლამენტში ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველო იმ შემთხვევაში აღიარებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ, თუ ამ ფაქტს საერთაშორისო სასამართლო დაამტკიცებს.
წარმოუდგენელ მესიჯბოქსს გაჟღერებინებენ- ტერორისტად გამოცხადება, ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადება- ამას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელზეც უნდა თქვას არა რომელიმე პარლამენტის წარმომადგენელმა, არა თქვენ და სხვამ, არამედ უნდა თქვას საერთაშორისო სასამართლომ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
უკრაინა მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ. საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები მოძმე ერის მოწოდებას ეთანხმებიან. მათგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება მტკიცებულებებს ითხოვს.