"პასუხისმგებლობა პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციას ეკისრება" - ზარქუა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე
საერთაშორისო ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადების შემდეგ, მმართველი პარტია ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს. "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ამაში დამნაშავე არა მმართველი გუნდი, არამედ მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია იქნება.
ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა დაპირებას ევროკომისიასთან, ჩვენს მოსახლეობასთან. ის, თუ ვინმე არ მიიღებს მონაწილეობას და მათი მთავარი ამოცანა რა არის? რომ აი, ეს დაძაბულობის კერა, პირველი პუნქტი რაც იყო, რამენაირად კიდევ უფრო დაძაბონ ქვეყანაში სიტუაცია და მერე, ვიღაცისთის ეს შეიძლება საბაბი გახდეს და ამაში პასუხისმგებლობა პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციას ეკისრება. აი, გიჟ ჯაფარა და ისინი რომ დარბიან. ეს არის მცდელობა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუისს მიღმა დავრჩეთ, - თქვა ზარქუამ.
სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" საერთაშორიოს ტრიბუნიდან აკრიტიკებს. პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ თუ საქართველო პირობებს არ შეასრულებს, ყველაზე დიდი პასუხიმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის მთავრსარდალმა რუმინეთში პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ისაუბრა.