რეკომენდაციების შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ლევან ბეჟაშვილი

11.10.22 15:11
რეკომენდაციების  შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ლევან ბეჟაშვილი

პრეზიდენტის შემდეგ ოპოზიციაც ირწმუნება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ ძალას ეკისრება. ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილის თქმით, თუ ქვეყანა მიზანს ვერ მიაღწევს, დამარცხებული ამ პროცესში ისევ "ქართული ოცნება" იქნება. 

რეკომენდაციების  შესრულება არის ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დღეს ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოს, ამიტომ ვალდებულები არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს და ყველა რეკომენდაცია შესრულედს. გამომდინარე აქედან, ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური შეთანხმებები. ამისთვის აუცლებელია პოლიტიკური მოტივების გვერდზე გადადება და ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესებით სარგებლობა. ამ პროცესში ან ქვეყანა გაიმარჯვებს ან ეყოლება ერთი დამარცხებული: ეს იქნება „ქართული ოცნება“, - ამბობს ბეჟაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი  "ქართულ ოცნებას" საერთაშორიოს ტრიბუნიდან აკრიტიკებს.  პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ თუ საქართველო პირობებს არ შეასრულებს, ყველაზე  დიდი პასუხიმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის მთავრსარდალმა  რუმინეთში პრეზიდნტთან შეხვედრის დროს ისაუბრა.  

მსგავსი სიახლეები