ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ტვირთია, იმუშავოს ოპოზიციასთან - სამნიძე

11.10.22 15:17
ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ტვირთია, იმუშავოს ოპოზიციასთან - სამნიძე

პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ განცხადებას ეთანხმება. საუბარია პრეზიდენტის განცადებაზე, რომლის თანხმადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება. 

სამნიძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან მუშაობა უნდა დაიწყოს. 

აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ პრეზიდენტს. ხელისუფლებაში დღეს არის მესამე ვადით „ქართული ოცნება“ და მისი ტვირთია, მისი აბსოლუტური პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული პერსპექტივა და ამდენი წელია მიდის მტკიცედ ევროპულ გზაზე, დღეს უკვე მიენიჭოს მას კანდიდატის სტატუსი. მისი პასუხისმგებლობა და ტვირთია მუშაობა ოპოზიციასთან, რასაც არ აკეთებს „ქართული ოცნება“ და ამიტომ, წარუმატებლობის შემთხვევაშ, ეს იქნება სრულად „ქართული ოცნების“ ბრალი, - თქვა სამნიძემ. 

მსგავსი სიახლეები