,,ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ქვეყანას რეკეტში მხილებული ოლიგარქი მართავს - ამის შესახებ ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომელმაც ოლიგარქისა და მისი თანამზრახველების, ოთარ ფარცხალაძისა და ლევან ყიფიანის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში ფულის გამოძალვის ბრალდებით საჩივარი შეიტანა.
,,ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელი მისი კუთვნილი მილიონ 700 ათასი დოლარის დაბრუნებასა და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოლიგარქისგან დამატებით 23 მილიონს ითხოვს. საქმე 2016 წლის გახმაურებულ მოვლენებს ეხება, როდესაც ზაზა ოქუაშვილს ოლიგარქის შუშის რეზიდენციაში 4 მილიონი გამოსძალეს.
,,ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრას, სადაც მას ივანიშვილმა პირადად აიძულა, რომ თანხა. ე.წ. ბიჭებისთვის გადაეხადა, ესწრებოდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და ლევან ყიფიანი.
ფული ოფშორზე გახსნილ კომპანიაში გადაირიცხა და ოქუაშვილის მტკიცებით, მეორე დღეს, საღამოს 8 საათზე, თიბისი ბანკიდან ყველა საბანკო პროცედურების დარღვევით მისი გამოტანა მოხდა, როდესაც ბანკი დაკეტილი იყო.
ვრცლად იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტი.