გოგაშვილი ირწმუნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მას სუს-მა ჩაუდო

11.10.22 19:50
გოგაშვილი ირწმუნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მას სუს-მა ჩაუდო

უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რის გამოც მას დღეს ბრალი დაუმძიმეს, მას არ ეკუთვნის. 

გოგაშვილის განმარტებით, მისი აყვანის სპეცოპარაციის დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები მას სუსის თანამშრომლებმა სახლში ჩაუდეს. 

აღნისნულ ინფორმაციას ადასტურებენ გოგაშვილის ოჯახის წევრები.

სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის, ინფორმაციით, მისი მამის აყვანის ოპერაციის დროს სუსის თანამშრომლებმა სახლში, ბავშვის კარადაში, გარკვეული მასალები ჩადეს, რასაც დღეს გოგაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებენ.

დღეს პროკურატურის გამომძიებლებმა სოსო გოგაშვილს რუსთავის ციხეში ბრალის დამძიმების დადგენილება გააცვნეს.

საგამოძიებო უწყება   ამტკიცებს, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს  სოსო გოგაშვილი სახლში ინახავდა. 

ვრცლად იხილეთ რუსუდან ჯაბანიშვილის სიუჟეტი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები