,,ომეგა" ჯგუფში ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში სარჩელის შეტანას ადასტურებენ
,,ომეგა" ჯგუფში ადასტურებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღდეგ სარჩელი ლონდონის უმაღლესი მართლმსაჯულების სასამართლოში ნამდვილად შეიტანეს.
ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოთარ ფარცხალაძის და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის არბიტრაჟში ომეგა ჯგუფმა იჩივლა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქმე ეხება ქართველი ოლირქის და მისი გარემოცვის მიერ ჩატარებულ კონსპირაციულ ქმედებებს, რომელმაც ქვეყნის ერთ ერთ მსხვილი ბიზნეს ჯგუფი მრავალმილოონინი ზარალი მიაყენა.
"პირველების" ინფორმაციით, ოთარც ფარცხალაძე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოშია დაბარებული. ყოფილ გენერალურ პროკურორს სავარაუდოდ ბრიტანელი მოსამართლეებისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოუწევს.
ფარცხალაძის გარდა "ომეგა "ჯგუფისთვის გამოძალული მილიონების საქმეზე ბრიტანეთის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსაც მოუწევს. მისი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის, იურიდიულ კომპანიას სარჩელი 7 ოქტომბერს, დღის პირველი საათზე ჩაბარდა. ეს მონაცემები ხელმისაწვდომია ფოსტის ვებგვერდზეც. თუმცა, ამის მიუხედავად, ოლიგარქის უფლებადამცველი დოკუმენტის მიღებსაც კი არ ადასტურებს.
მოწმის სტატუსით 20 დღეში ლონდონში სპორტის ყოფილ მინისტრსაც ელოდებიან. ლევან ყიფიანის ადვოკატმა ,,პირველებს" დაუდასტურა, რომ სარჩელი მიიღო და დღეს საგანგებო შეხვედრა მისი დაცვის ქვეს მყოფთან ექნება.
დავის დეტალებზე ,,ომეგა" ჯგუფი არ საუბრობს, თუმცა ,,პირველებმა" მოიპოვა მოპასუხეებისთვის გაგზავნილი საერჩელის რამდენიმე გვერდით, რომლის მიხედვითაც ივანიშვილმაა საკუთარი გარემოცვის დამხმარებით ,,ომეგა" ჯგუფი ფაქტობრივად დაარეკეტა.
საჯარო წყაროების თანხმად, 2016 წელს ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, ქართველ ოლიგარქს რეკეტრში სდებდა ბრალს, მაშინ ოქუაშვილი ამბობდა, რომ დიდი ფული ივანიშვილის მითითებით ოთარ ფარცხალაძის რაზმმა გამოსძალა. არსებობდა ათობით აუდიოჩანაწერი, სადაც ისმოდა, რომ როგორ უნდა წასულიყო თამბაქოს ეროვნული წარმობიდან ფული პარტია ,,ქართლ ოცნებაში". უარის გამო კი ,,ომეგა" ჯგუფი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანეს.