ავლაბრის მეტროსთან მშენებლობის უკანონოა - ,,ანტიკორუფციული მოძრაობა"
,,ანტიკორუფციული მოძრაობა" თბილისის ისტორიულ ცენტრში თბილისის მერიის მხრიდან სამშენებლო ნებართვის გაცემას აპროტესტებს.
ორგანიზაციის წევრები სავარუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ და მერიას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ.
2013 წლიდან ისტორიული მემკვიდრეობის გამო არ ითანხმებდა თბილისის მერია სამშენებლო ნებართვას და უცებ კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ აი აქ, მეტროსადგურ ,,ავლაბრის" გვერდით, აშენდეს ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრი, რომელიც, ჩვენი აზრით, შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეტროსადგურის ფუნქციონირებას და მათ შორის, ეს არის სავარაუდო კორუფციული გარიგება, რადგან სამშენებლო ნებართვა არის გაცემული კომპანიაზე, რომელიც დაკავშირებულია თბილისის მერიასთან - აცხადებს ლაშა ფარულავა.
თბილისის ისტორიულ ნქწილში, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიამ 5 სართულიანი სავაჭრო ცენტრის აშენების ნებართვა გასცა.