რუსეთმა შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ დამატებითი პროვოკაციული მოქმედება მოაწყოს - დაუშვილი

12.10.22 12:00
რუსეთმა შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ დამატებითი პროვოკაციული მოქმედება მოაწყოს - დაუშვილი

რუსეთის ბრალდებების საქართველკოს - ოპოზიცია ხელისუფლებას განმარტებების გაკეთებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს. საუბარია "ეფესბეს" განცახდებაზე, რომელმაც საქართველო ყირმის ხიდის აფეთქების ტერაქტში თანამონაწილედ გამოაცხადა.

პარტია "საქართველოსთის" წევრი მიხეილ დაუშვილი რუსეთისგან მომდინარე შესაძლო პროვოკაციაზე და აშშ-თან და ევროკავშირთან კომუნიკაციის და კოორდინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ხელისუფლებამ, მეორე, უმკაცრესი რეაგირება უნდა მოხდეს, თუკი რაიმე ფორმით საქართველო ამ საკითხთან, თუნდაც მცირედით, დაკავშირებული იყო და მესამე, უკრაინასთან და  ჩვენს პარტნიორებთან ამას სჭირდება კოორდინაცია და კომუნიკაცია იმისთვის, რომ გამოირიცხოს საქართველოს რაიმე ფორმით ჩართულობა და მონაწილეობა ამ საკითხში. კომუნიკაცია საჭიროა განსაკუთრებით შშ-თან და  ევროკავშირთან იმ ნაწილში, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ზრდას არ უკავშირდებოდეს ეს საკითხი. იმიტომ, რომ რუსეთმა ეს რა შეიძლება გამოიყენოს? რუსეთმა ეს შეილება გამოიყენოს იმაში, რომ რაღაცა დამატებითი პროვოკაციული მოქმედება მოაწყოს ქვეყნის წინააღმედგ, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.

"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით,  ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.

მსგავსი სიახლეები