აქცია აჭარაში - ბობოყვათის მოსახლეობა ქობულეთში, ოცნების" ოფისთან მამაპაპისეული მიწების გასხვისებას აპროტესტებს

12.10.22 13:11
აქცია აჭარაში - ბობოყვათის მოსახლეობა ქობულეთში, ოცნების" ოფისთან მამაპაპისეული მიწების გასხვისებას აპროტესტებს

აქცია აჭარაში -  ქობულეთში, ,,ქართული ოცნების" ოფისთან ბობოყვათის მოსახლეობაა შეკრებილი.  ისინი ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ეს მიწები მიწები საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ოჯახებს ეკუთვნოდა და ახლა ქონების მართვის სააგენტომ ისე გაასხვისა, რომ ხალხს არაფერი ჰკითხა. ხელსიუფლებამ ჩვენი მიწები გაყიდა - აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა,,ოცნების" ოფისთან ქონების მართვის სააგენტოს  ხელმძღვანელისა და ეკონომიკის მინისტრის ფოტოები დაწვეს და კიდევ ერთხელ ინვესტორთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.

თავიანთი მოთხოვნის შესრულებამდე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

ბობოყვათელები მიწების დაკანონების მოთხოვნით აქციას ერთ წელზე მეტია, მართავენ.

მსგავსი სიახლეები