"წალენჯიხის მერი პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა" - იონათამიშვილი შესაძლო ტერაქტზე

12.10.22 13:20
"წალენჯიხის მერი პოლიტიკურად უინტერესო პიროვნებაა" - იონათამიშვილი შესაძლო ტერაქტზე

"თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს რა საკვირველია, გია ხარჩილავაა"- ამის შესახებ მედიას "ქართული ოცნების" დეპუტატმა განუცხადა. 

რატი იონათამიშვილის განცხადებით, გია ხარჩილავას მიმართ შესაძლო პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი სპეკულაციაა.

თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რა საკვირველია, ეს არის ეს პიროვნება  ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია არავის გვიკვირს", - თქვა იონათამიშვილმა.

წალენჯიხაში ქალაქის მერის ავტომობილი სავარაუდოდ ააფეთქეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დამწვარი მანქანის ნაწილები კი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები