საქართველოს ხელისუფლება ნუ არის ჩირგვებში ჩამძვრალი - რომან გოცირიძე

12.10.22 13:32
საქართველოს ხელისუფლება ნუ არის ჩირგვებში ჩამძვრალი - რომან გოცირიძე

"ნაიოცნალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ არის ჩირგვებშ ჩამძვრალი და რუსეთის ბრალდებებს კონკრეტული პასუხი გასცეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოქალაქეებს და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას პასუხები ყველა კითხვებზე უდნა გასცეს. 

საქართველოს ხელისუფლება ნუ არის ჩირგვებში ჩამძვრალი და დაუყოვნებლივ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების დუმილი, იმის მაჩვენებლია, რომ მათ სურთ რუსეთთან პირადი კავშირებით და არაფორმალური ინფორმაციის გაცვლით  შემოიფარგლონ, - ამბობს გოცირიძე.
 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.

"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით,  ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.

 

მსგავსი სიახლეები