შემაშფოთებელია ხელისუფლების დუმილი ტერორის აქტთან დაკავშირებით - ანა ნაცვლიშვილი წალენჯიხაში ჩავიდა
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვას ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
დეპუტატისთვის შემაშფოთებელია ფაქტი, რომ სავარაუდო ტერორისტულ აქტს ხელისუფლების წევრები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან:
ის, რაც გუშინ მოხდა, აღიქმება, როგორც მუქარა და თავდასხმა არა მხოლოდ პერსონალურად გია ხარჩილავაზე, არამედ იმ საქმიანობაზე, რასაც წალენჯიხაში წარმატებით და სრული შემართებით ახორციელებს კოალიციური, ადგილობრივი ხელისუფლება.
ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვა ვერ დასცდათ ამ ტერორის აქტთან დაკავშირებით. პარტიული ხაზებით გია ხარჩილავას გარჩევა არის ადამიანური სირცხვილი"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
წალენჯიხაში ქალაქის მერის ავტომობილი სავარაუდოდ ააფეთქეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დამწვარი მანქანის ნაწილები კი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ,კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.