ღირსეული საცხოვრებელი, სასწავლებლის გამჭვირვალე ფინანსები და რექტორის არჩევის წესის შეცვლა - თსუ-ს სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ
ღირსეული საცხოვრებელი პირობები, უმაღლესი სასწავლებლის ფინანსური გამჭვირვალობა და რექტორის წესის არჩევის ცვლილება - თსუ-ს სტუდენტები აღნიშნული მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდნენ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ხელისუფლება რექტორის პოსტზე მისთვის სასურველი კანდიდატის, უნივერსიტეტის მოქმედი ლექტორის, ჯაბა სამუშიას, წარდგენას აპირებს, ამიტომ სტუდენტები მწვავე პროტესტს აანონსებენ.
ვითხოვთ, არ შეილახოს უნივერსიტეტის ავტონომიურობა, რექტორი აირჩიეს დემოკრატიული და გამჭვირვალე წესით. ასევე, აშენდეს ღირსეული საერთო საცხოვრებელი და სტუდენტებმა ღირსეული განათლება მიიღონ.
სანამ საერთო სასწავლებელი აშენდება, ამას 2-3 წელი დასჭირდება. ვითხოვთ სახელმწიფოსგან, დაასუბსიდიროს ის სტუდენტები, რომლებსაც ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ - აცხადებს ,,მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრი, საბა ბულისკირია.