სუს-ის დაფინანსება კოლოსალურად იზრდება

12.10.22 15:42
სუს-ის დაფინანსება კოლოსალურად იზრდება

2023 წლის ბიუჯეტით დგინდდება, რომ სუს-ის დაფინასება კოლოსალურად იზრდება.

ლილუაშვილის უწყებისთვის ბიუჯეტიდან ზუსატად 29.3 მლნ ლარი გამოიყოფა.

ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურად 180 მილიონი ლარით დაფინანსდება.

ამიტომაც, ოპოზიციციონერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს თნახები უკანონო მოსმენებისთვის სჭირდება.

ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი იზრდება და იზრდება. რატომ იზრდება ვიცით - მთელი ეს ფული იხარჯება ოპოზიციისა და სამოქალაქო პირების მოსმენებზე და არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. რისთვის იზრდება აბა, მოსასმენი აპარატურის ყიდვა უნდა თუ რა უნდათ? - ამბობს გოცირიძე.

პარალელურად, იზრდება ქვეყნის საგარეო ვალიც. ის 2023 წელს კიდევ 3 მთელი 6 მილიარდით გაიზრდება.
2023 წლის ბიუჯეტით ასევე ვიგებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება წელსაც მნიშვნელოვან ვალს იღებს. 3 მთელი 6 მილიარდით გაიზრდება, როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალი. 

სწორედ ეს საკითხები გახდა კამათის საფუძველი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს უსმენდნენ. 

რა აუცილებელია საშინაო ვალის ზრდა. როდესაც თქვენ საშინაო ვალს იღებთ, ფულს აგროვებთ ბიუჯეტის ნაშთებში და მერე არ იცით რა უყოთ. მთელი ეს ფული გაპროცენტებული გაქვთ კომერციულ ბანკებზე“. - განაცხადა რომან გოცირიძე. 

„ქართული ოცნება“ კი კვლავ თავის მართლების რეჟიმშია და ამბობენ, რომ საგარეო ვალი ყოველწლიურად მცირდება.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე „ანაკლიის პროექტზეზ“ იყო საუბარი. გოცირიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტის გაჩერების გამო ივანიშვილს ციხე არ ასცდება.

ანაკლიის პროექტი უკრაინის ომის შემდეგ გახდა კარგი თურმე, ამას ამბობთ თქვენ. ჯერ ანაკლია გააჩერა ივანიშვილმა და როგორც სანქცია არ აცდება, ისე ციხე არ ასცდება ანაკლიის გამო.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ სატრანსპორტო დატვირტა საქართველოზე მართალც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დიახ, სატრანსპორტო დატვირთვა საქართველოზე მნიშვნელოვნად შეიცვალა“. - განაცხადა კაკაურიძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი შეაფასა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები