ყოველ გაწვიმებაზე მეწყერის საშიშროების წინაშე ვდგავართ - პროტესტი ხადას ხეობაში

12.10.22 17:16
ყოველ გაწვიმებაზე მეწყერის საშიშროების წინაშე ვდგავართ - პროტესტი ხადას ხეობაში

პროტესტი ხადას ხეობაში. ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, ამბობენ, რომ ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრებენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა ხელისუფლება მათი უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებს.

მოსახლეობის განმარტებით, ხადას ხეობაში, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა, ხელისუფლებას არ აქვს გათვალისწინებული ის საფრთხეები, რაც გზის ირგვლივ მყოფ სოფლებს დაემუქროს. 

მათივე ინფორმაციით,  სახლებში ღამის გათევის ეშინიათ, რადგან შესაძლოა, მთის ფერდობი ჩამოიშალოს და სოფელი დამეწყროს. ისინი ითხოვენ ადეკვატურ  რეაქციას საახელმწიფოსგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

თავიდან დაგვპირდნენ, რომ თუ საშიშროება იქნება, კომპენსაციას დაგვპირდნენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სახლებიდან ავიყრებოდით.ხომ უნდა შექმნა ისეთი პირობები, რომ საშიშროება არ გემუქრებოდეს? ყოველ გაწვიმებაზე მეწყერის საშიშროების წინაშე დგას სოფელი. 

გვითხრეს გასახლება და იმაზეც გაჩერდნენ. ესენი თავიანთ საქმეს აკეთებენ და უნდათ, როგორღაც წინ წაიწიონ. ასე ხომ არ არის მართლა. ჩვენსა ქვეყანაში ჩვენ ვართ ლტოლვილები. - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ხადას ხეობის მაცხოვრებლები პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. 

მსგავსი სიახლეები