ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს - მელია მერის მანქანის დაწვაზე

12.10.22 16:57
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს - მელია მერის მანქანის დაწვაზე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, წალენჯიხაში მომხდარ ფაქტს ეხმიანება, როდესაც ქალაქის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას, პირადი ავტომობილი დაწვეს.

ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასე ესმის დეპოლარიზაცია, როცა ხალხის მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციას თავს ესხმის და მისი გადაწვა სურს. 

ოპოზიციის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთ გზას არა ევროპაში, არამედ რუსეთში მივყავართ.

ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით.
ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან.
ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო  არ გახდება ასეთი - ტერორისტული სახელმწიფო!
წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება - არ იწვება და ვერ განადგურდება!
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!
- წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები