რუსულმა მედიამ იმ მანქანის ქართული სახელწიფო ნომრები გაასაჯაროვა, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში ფიგურირებდა
რუსულმა მედიამ იმ მანქანის ქართული სახელწიფო ნომრები გაასაჯაროვა, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში ფიგურირებდა. მანქანის ნომრები საჯარო ცოტა ხნის წინ გახდა.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ 23 ტონამდე ტროტილი, რუსეთში საქართველოდან შეიტანეს. ეს ინფორმაცია ახლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.
ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს.
„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არა ტრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს. მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.